სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ლალი ტომარაძე
|
|
რაიონი
|
ონი
|
|
სკოლა
|
სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის
საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
ონი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
,,სწავლის ძირი მწარე არის“
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები
მოიძიებენ, გააანალიზებენ ცნობილი პოეტებისა და მწერლების, გამოჩენილი
ადამიანების გამონათქვამებს (თვალსაზრისს) განათლების შესახებ. იმსჯელებენ,
რამდენად ესადაგება ცოდნის შეძენის დღევანდელ პროცესს ქართული აფორიზმი და
რამდენად შესაძლებელია უწვალებლად ცოდნის შეძენა. პროექტის ბოლოს
დაწერენ ესეს „სწავლის
ძირი მწარე არის...“
და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით მოამზადებენ პრეზენტაციას, გააკეთებენ
ბროშურას პროექტის შესახებ.
|
||
საგანი
|
||
ქართული ენა და ლიტერატურა
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო საფეხური , VIII კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
5 დღე
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
VIII.5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს გააანალიზოს და
შეაფასოს ტექსტები. (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავს გარკვეულ
თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
VIII.10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი
თვალსაზრისი სათანადო არგუმენტების მოხმობით.
VIII.13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების
გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
Ø
მოსწავლეები
მოიძიებენ, გაიაზრებენ და შეაფასებენ მოძიებულ მასალას და იმსჯელებენ განათლების
საკითხებზე
Ø
მოსწავლეები
წერილობით გადმოსცემეს საკუთარ თვალსაზრისს ცოდნის რაობასა და დანიშნულებაზე,
სათანადო არგუმენტების მოხმობით.
Ø
დაეუფლებიან ესეს
წერის სტრატეგიებს
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
რას
აკეთებთ თავისუფალ დროს?
|
|
თემატური კითხვები
|
v წაგიკითხავთ თუ არა წიგნი იძულებით?
v რა განცდა გეუფლებათ ამ დროს?
v რა შემთხვევაში კითხულობ წიგნს იძულებით?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
რა აზრისაა დავით გურამიშვილი სწავლის
ძალდატანების შესახე?
ეთანხმებით თუ
არა?
როგორ გესმით
გამოთქმა ,,ცოდნა სიმდიდრეა“
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროექტის დასაწყისში განვსაზღვრავ მოსწავლეთა საბაზისო
ცოდნას, ტესტის საშუალებით
შევამოწმებ ტექსტის (დ.
გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთა“) ცოდნის
დონეს, რაც დამეხმარება პროექტზე
მუშაობის დაწყების მზაობის
დადგენაში. მოსწავლეები პროექტის განხორციელების პირველ
ეტაპზე მოიძიებენ ინფორმაციას, შეფასების
რუბრიკა დამეხმარება მოპოვებული მასალის
თემატურად დაჯგუფების ხარისხის
შემოწმებაში.
მოსწავლეები ჯგუფში
იმუშავებენ, ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებსა და
შეხედულებებს, გაიაზრებენ, შეაფასებენ ინფორმაციას და
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მოამზადებენ პრეზენტაციას. პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
დამეხმარება, შევამოწმო
პრეზენტაციის
შინაარსობრივი და არავერბალური მხარე.
მოსწავლეები მიღებულ
ცოდნას გააანალიზებენ ,
საკუთარ შეხედულებებსა და
მოსაზრებებს გადმოსცემენ ესეში
„სწავლის ძირი მწარე
არის...“. იმის
დასადგენად, თუ რამდენად
სიღრმისეულად გაიაზრეს აღნიშნული
თემა, დამეხმარება ესეს
შეფასების რუბრიკა.
პროექტის
ბოლოს მოსწავლეები გააკეთებენ კედლის
გაზეთს, რომლის დადებითსა
და უარყოფით მხარეებზე
ვიმსჯელებთ შეფასების რუბრიკის
მიხედვით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
ჯგუფური მუშაობის და თანამშრომლობითი
უნარი
·
კომპიუტერული
ტექნიკის გამოყენების უნარი
·
მასალის მოძიების,
დახარისხების, ანალიზის უნარი
·
შემოქმედებითი და
ანალიტიკური უნარი
·
საპრეზენტაციო უნარები
·
ესეს წერის
უნარი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
1-ლი
დღე. ტესტირებით გავააქტიურებ მოსწავლეთა წინარე
ცოდნას და გავაცნობ
პროექტის გეგმას. შევქმნი
სამიზნე ჯგუფებს და
დავავალებ, მოიძიონ მასალა
ცოდნის რაობასა და
დანიშნულებაზე. ცნობილი ადამიანების მოსაზრებები და
დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი.გარდა ამისა,
მოსწავლეებს გავაცნობ „ ბავშვთა უფლებების კონვენციის“ შესაბამის მუხლებს,
რომლებიც დაეხმარება მათ
სწორად გაიაზრონ, რამდენად
ესადაგება ცოდნის შეძენის
დღევანდელ პროცესს დ.
გურამიშვილის ზოგიერთი შეხედულება.
მე-2 დღე.
მოსწავლეები მოძიებულ მასალას
( აფორიზმები, ამონარიდები ტექსტიდან, მოსაზრებები....) თემატურად დაახარისხებენ, გამოყოფენ
მნიშვნელოვანსა და მეორეხარისხოვანს, გაიაზრებენ , შეაფასებენ
და გააცნობენ თანაკლასელებს.
მე-3 დღე.
მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას. გამოთქვამენ მოსაზრებებს, აფასებენ და მსჯელობენ
პრეზენტაციის დადებითსა და
უარყოფით მხარეებზე, შემდეგ
კი ავსებენ ჯგუფის
წევრთა თვითშეფასების რუბრიკას.
მე-4 დღე.
მოსწავლეები წერენ ესეს
„ სწავლის ძირი მწარე
არის...“, და საკითხისადმი თავიანთ
დამოკიდებულებას აცნობენ თანაკლასელებს.
მე-5 დღე.
ჯგუფის წევრები აკეთებენ
კედლის გაზეთს. აჯამებენ
პროექტზე მუშაობის პროცესს,
აკეთებენ დასკვნებს.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
კლასში
მყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე
მოსწავლეები., ამ მოსწავლეებს მივცემ
ინდივიდუალურ სამუშაოს მათი
უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, კერძოდ,
მოიძიონ ინტერნეტში თვალსაჩინო მასალა,
გააფორმონ კედლის გაზეთი
და ზეპირად გადმოსცენ
თავიანთი მოსაზრება ცოდნის
შესახებ.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
არაქართულენოვან მოსწავლეებს დავავალებ
თავიანთ მშობლიურ ენაზე
მოიძიონ მასალა და
ზეპირად წარმოადგინონ თავიანთი
მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეებს ვავალებ შედარებით რთულ და საასუხისმგებლო სამუშაოს.
( პრეზენტაციის ელექტრონული ვერსიის მომზადება)
ვავალებ პერიოდულად დაეხმარონ ჯგუფის წევრებს
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
თაბახის ფურცლები, მარკერები
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
დირექცია, დაინტერესებული მშობლები და
მოსწავლეები
|
რეფლექსია
მე-3 დღე
ტრენინგს
მესამე დღეს შევუერთდი.
მივიღე სამუშაო მასალა
(portfolio, viueri). ჩემს
კოლეგებს უკვე მოფიქრებული
აქვთ მომავალი
პროექტების სახელწოდებები. ყურადღებით
გავეცანი მათ დავალებებს-ბროშურისა და გაზეთის შაბლონებს.
მე-4 დღე
. ძალიან
საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ შეფასების
ინსტრუმენტები. ყურადღებით ვისმენთ,
რადგან ეს თემა
ყველასათვის აქტუალურია. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა
საჭიროებები ჩ ვენი
პროექტის ფარგლებში. დავწერეთ
დროში გაწერილი შეფასების
გეგმა. ვისაუბრეთ მოსწავლის
პრეზენტაციაზე, შემდეგ პრაქტიკულად
ავაწყვეთ power-point-ში.
დღევანდელი დღით
კმაყოფილი ვარ.
მე-5
დღე
ვისაუბრეთ
საავტორო უფლებებზე, ინფორმაციის
სანდოობასა და მისი
გამოყენების სამართლებრივ-ეთიკურ ნორმებზე. ვისწავლეთ ბიბლიოგრაფიისა და საავტორო უფლებების
შეტანა პროექტში, სლაიდის
სურათზე მონაწერის გაკეთება
და ლინკის დადება.
კმაყოფილი ვარ...
მე-6
დღე
დღეს განსაკუთრებით აქტიურები
და ხალისიანები ვართ. ვიმუშავეთ წყვილებში.
ჩემი მეწყვილე ნინო გამყრელიძე იყო.
ერთმანეთს გავაცანით ჩვენი
პროექტის მონახაზები. გავცვალეთ აზრები,
ვპასუხობდით შეკითხვებს.
დღის მეორე
ნახევარში უკუკავშირის დადებით
მხარეებზე, გამოვიყენეთ ინფორმაციის
გაცვლის ტექნიკური საშუალებები. მომეწონა
google-ს დოკუმენტების გაზიარება.
მე-7 დღე
განვიხილეთ
პროექტის გეგმები და პორტფოლიოები, მივიღეთ
შენიშვნები, რეკომენდაციები.
ჯგუფის
ყველა წევრმა გაამზადა
პორტფოლიო ბლოგზე ასატვირთად.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა...
მე-8 დღე
ვცდილობთ
დავასრულოთ პროექტის გეგმა.
ვიღებთ შენიშვნებს, რეკომენდაციებს, საგულდაგულოდ ვასწორებთ
ცალკეულ დეტალს, უნდა დავასრულოთ
სლაიდების ატვირთვა და ბლოგების შევსება-განახლება.
ვისწავლეთ გაჯეტების
შექმნა და მათი ბლოგში ჩასმა,
გვერდების დამატება, რედაქტირება.
მე-9 დღე
ტრენინგის
ბოლო დღეა, კმაყოფილი ვარ,
რადგან ბევრი საინტერესო და სასარგებლო
გავიგე. ვთვლი, რომ ინტელის ტრენინგები
საჭირო და დროულია
ყველა პედაგოგისათვის.
დღის
მეორე ნახევარში ჩვენი პროექტის პრეზენტაცია
წარვუდგინეთ ჯგუფს და შევაფასეთ, მივიღეთ
სამომავლოდ გასათვალისწინებელი რჩევები.
დიდი
მადლობა ჩვენს ტრენერს,
ბატონ გიზო მუშკუდიანს!
No comments:
Post a Comment